ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ამასთანავე, ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბის პოლიტიკურ თაღლითებად გადაიქცნენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ თაღლითად იქცა“.

როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხვადასხვა საკითხზე ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ამასთანავე, ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბის პოლიტიკურ თაღლითებად გადაიქცნენ. ისინი ერთის მხრივ, აქამდე საუბრობდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფის, მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები, ვინც მხარს გვიჭერენ ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაში, აღიარებენ ამ ცვლილებების ძალიან დიდ მნიშვნელობას. ამიტომ, ამ ჯგუფებისგან ასეთი შეფასება არ გამიკვირდება.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ჰქონდა, თუ ვინმეს ჰქონდა კონკრეტული ფორმულირება, რითიც ისინი ჩვენ მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს გააუმჯობესებდნენ, ეს უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა თქვენ იხილეთ საკომიტეტო, პლენარული სხდომები. ეს ადამიანები წარმოდგენილი არ იყვნენ და საერთოდ ვერ შედიან პოლემიკაში, ვინაიდან, არგუმენტები არ ჰყოფნით. თუ იმას გვედავებიან, რომ გენდერული კვოტირება რატომ შემოგვაქვას, ის ხალხი, ვინც გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერს, პოლიტიკურად პროგრესთან ვერ ასოცირდება. შეუძლებელია ვერ ხედავდე იმის საჭიროებას, რომ საჭიროა ქალებს მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ და ქართულ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა გავაძლიეროთ. თუ ისინი ამის გამო არ ეთანხმებიან ამ ცვლილებებს, ძირითადად ეს არგუმენტი იყო, მაშინ ეს ადამიანები პოლიტიკურად პროგრესში ვერ არიან. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომლის მთავარი ინიციატივაა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას. ეს არის პროგრესული ნაბიჯი. რეგრესისთვის აირჩიონ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა მსგავსი პარტიები“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა