პარლამენტმა პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოში პენსია, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით (83 მომხრე) დაამტკიცა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას. რაც შეეხება ზრდის ოდენობას, პენსია ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით გაიზრდება:

* 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;

* 70 წლის და მეტი ასაკის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ინფლაცია და მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად განისაზღვრება.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა