ირაკლი კობახიძე - გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა გვაქვს არსებითად პროპორციული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში ეუთო/ოდირის რეკომენდაციებია გათვალისწინებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ არჩევნების უკეთესად ჩატარებას, არამედ პარტიული და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებასაც.

„პაკეტში ასახულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, 27 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი. ჩვენ ამ რეკომენდაციებს გულმოდგინედ გავეცანით და სწორედ ამის საფუძველზე არის შემუშავებული ეს პაკეტი. ალბათ, თქვენ აკვირდებოდით საკომიტეტო მოსმენებს და ნახავდით, რომ მაინც და მაინც ბევრი შენიშვნა გამოთქმული არ იყო. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ერთი წელი დავუთმეთ ამ დოკუმენტის განხილვას. რეალურად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის მხრიდან იყო წარმოდგენილი. ეს პაკეტი ცალსახად უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ. მთლიანობაში გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა, გვაქვს, არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა. უმჯობესდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე ორგანულ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ამ არჩევნების უკეთესად ჩატარებას, არამედ ზოგადად, პარტიული და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებასაც“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო