ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რაც უფრო ხშირად წარმოაჩენენ რურუას და ნათელაშვილს საკუთარ ლიდერებად, ჩვენთვის უკეთესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რაც უფრო ხშირად და მეტად წარმოაჩენენ ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი რურუასა და შალვა ნათელაშვილს საკუთარ ლიდერებად, ეს არჩევნებზე მათ შედეგებზე უფრო ნეგატიურად აისახება.

როგოც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას აუცილებლად დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება ცალმხრივად, მათი მონაწილეობის გარეშე შესრულდა.

„რაც უფრო ხშირად და მეტად წარმოაჩენენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რურუას და ნათელაშვილს საკუთარ ლიდერებად, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის უკეთესია, უფრო აისახება ეს ყველაფერი მათ საზიანოდ არჩევნების შედეგებზე. შეუძლიათ, რომ ასე გააგრძელონ. 8 მარტის შეთანხმება აღსრულდა, თან აღსრულდა ცალმხრივად, რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე და ბუნებრივია, ამაზე მათ დაეკისრებათ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. პოლიტიკური პარტიები ასევე მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა