პრემიერი - რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი არხი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ამის შესახებ პრემიერმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „მთავარი არხის“ რეპორტაჟთან - „ნაყიდი კოვიდ 19“ დაკავშირებით განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ვერ ჩაერევიან,“-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა