რომან გოცირიძე - ამაზე ნათლად რა უნდა დაწერონ ელჩებმა? გვეუბნებიან, რომ არ ვარგა საარჩევნო კოდექსი

ამაზე ნათლად რა უნდა დაწერონ ელჩებმა? გვეუბნებიან, რომ არ ვარგა ეს კანონი,- ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხზე ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებს.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსი საარჩევნო გარემოს ვერ აუმჯობესებს და რიგ საკითხებში არის გაუარესებაც.

"საარჩევნო კანონში ცვლილებემა ვერ გადაჭრა ვერც ერთი ის პრობლემა, რაც ახასიათებს არჩევნებს და რითაც ხდება არჩევნების გაყალბება. კვლავ შენარჩუნებულია მოტყუების, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მექანიზმები და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ- ის ელჩებმა. არც ერთი ეს საკითხი არ არის მოგვარებული. პირიქით, ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს გაუარესება. მაგალითად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხში ითვალისწინებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საერთოდ დაივიწყეს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები გახადეს მეორე ხარისხოვანი, ისევე როგორც მაუწყებლებთან დაკავშირებული ცვლილებებითზ წინ გადადგმული ნაბიჯის ნაცვლად, მივიღეთ გაუარესებული საარჩევნო კანონი.

ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ არაელჩების ენით - გვეუბნებიან, რომ კვლავ აგრძელებთ დაშინებას, მოსყიდვას, სუს-ისა და სხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამაზე ნათლად რა უნდა დაწერონ ელჩებმა ? გვეუბნებიან, რომ არ ვარგა ეს კანონი,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა: ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და კომისიების დაკომპლექტება. ხარვეზებზე მიუთეთებს აშშ- ის საელჩოს მიეე გავრცელებული განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ "დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო