მაია ცქიტიშვილი - არის ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ტესტირებისა და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას და სწორედ ესაა ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

„ის ფაქტი, რომ საქართველო არის მოხვედრილი იმ 15 ქვეყანაში, რომელთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საზღვრების გახსნას უსაფრთხოდ მიიჩნევენ, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი, ჩვენი გუნდის მენეჯმენტის ამ კოვიდის ეპიდემიის დროს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება კოვიდთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო არის მოხვედრილი იმ 15 ქვეყანაში, რომელთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრების გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი, ჩვენი გუნდის მენეჯმენტის ამ კოვიდის ეპიდემიისას. ახლა მიმდინარეობს საუბარი უშუალოდ ამ ქვეყნებთან, რადგან თითოეულ ამ ქვეყანას აქვს დადგენილი თავისი რეჟიმი საზღვრის გახსნის. ზოგიერთმა ქვეყანამ არჩია, რომ სარეკომენდაციო გზას სრულად არ მიყოლოდა. მაგალითად, ავსტრიამ არჩია, რომ საზღვრები არ გაეხსნა ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებისთვის, იტალიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა საზღვრები, მაგრამ 14- დღიანი კარანტინით, შვედეთთან გუშინ გავიგეთ, რომ მზაობაა საზღვრის გახსნის, მაგრამ ტესტის გავლის პირობით. არის ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირებისა და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას და სწორედ ეს არის ის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო