რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის" წევრის მხრიდან სიძულვილის ენაზე საუბარი, ცინიკურია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მხრიდან სიძულვილის ენაზე საუბარი ცინიკურია. იონათამიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავად იყენებს სიძულვილის ენას, მათ შორის, ქალების, შშმ პირების და საერთაშორისო პატნიორების მიმართ.

„განსაკუთრებით ცინიკურია, როცა სიძულვილის ენაზე საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელის და პარტიის წევრების მხრიდან ხშირად გვესმის სიძულვილის ენა, არა მარტო ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართაც კი. სიძულვილის ენა არის ის, რასაც ისინი ძალიან აქტიურად გამოიყენებენ და სხვაზე მითითება, ვფიქრობ, მეტად წახალისებაა, რომ უფრო მეტად განავითარონ ის მავნე პრაქტიკა, რაც გააჩნიათ,"- განაცხადა რატი იონათამოშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" ლიდერები ოპოზიციის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა