ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციის გამო ვერ მოხდა

უკეთესი იქნებოდა, სრული კონსენსუსი ყოფილიყო და დაგვერეგულირებინა საკითხი, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდულიყო, თუმცა სამწუხაროდ, კონსენსუსის არარასებობის გამო დავტოვეთ ეს საკითხი რეგულირების მიღმა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არჩევნების დემოკრატიულ გამართვასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სიძულვილის ენის შესახებ რეგულაციების კანონპროექტში ასახვას გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის კონტექსტში განიხილავდნენ.

„სიძულვილის ენის გამოყენების საკითხი საქართველოშიც გამოწვევაა. საარჩევნო-სარეფორმო ჯგუფის ფარგლებშიც არის დისკუსია, ხომ არ შევთანხმებულიყავით, რომ ჩაგვეწერა კანონში რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავდა სიძულვილის ენის გამოყენებას. ეს იყო ასევე ეუთო/ოდირის შემოთავაზებულ რეკომედაციებშიც, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს შეიძლება აღქმულიყო გამოხატვის შეზღუდვის კონტექსტში. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებდით, მაგრამ ვინაიდან კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო და მაშინ, როცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ფუნდამენტური უფლებების დაცვით, ჩვენ აღარ შევიტანეთ ეს რეგულაცია ცვლილებებში. უკეთესი იქნებოდა, რომ სრული კონსენსუსი ყოფილიყო და დაგვერეგულირებინა საკითხი, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო, თუმცა სამწუხაროდ, კონსენსუსის არარასებობის გამო დავტოვეთ ეს საკითხი რეგულირების მიღმა. იმედი მაქვ,ს პოლიტიკური პარტიები შევთანხმდებით იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცალოს საარჩევნო პროცესი, წინასაარჩევნო გარემო სიძულვილით მოტივირებული განცხადებებისგან. ასევე, შესაძლებელია ჩვენ შევთავაზოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს იყოს შეთანხმება პარტიებს შორის და ასეთი ენის გამოყენება არ მოხდეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა