ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში

ჩვენ მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის ექსპერტების მონაწილეობით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დამკვირვებლებს საუკეთესო პირობები შეუქმნას.

„მინდა, ვენეციის კომისიის ექსპერტებს დიდი მადლობა გადავუხადო თავიანთი მონაწილეობისთვის, ასევე, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ჩვენ მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ჩამოვა საკმაოდ რეპრეზენტაციული ჯგუფი დამკვირვებლების ევროკავშირიდან, ევროსაბჭოდან, შედგება ამის თაობაზე შესაბამისი ოქმები და იმედი მაქვს, რომ გვექნება საუკეთესო შესაძლებლობა, შეგიქმნათ საუკეთესო პირობები დაკვირვებისთვის საქართველოს არჩევნებზე. ველით არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო