გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყებაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

იხილეთ ვიდეო: გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა