არჩილ თალაკვაძე - ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში სწავლა განახლდეს რეალურ რეჟიმში, თუმცა, ამაზე დიდი გავლენა ექნება ეპიდსიტუაციას

ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, იმ ყველა თანმდევი სერვისებით, რომელიც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იუნისეფის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ სექტემბერში სწავლა რეალურ რეჟიმში განახლდეს.

„ვინაიდან სექტემბერი უკვე ახლოს არის, ჩვენ, ხელისუფლება, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, უკვე ვაკეთებთ ყველა სამეცნიერო არგუმენტების კონსოლიდაციას, რათა ამ საკითხზე მივიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, იმ ყველა თანმდევი სერვისებით, რომელიც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ვემზადებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში მოხდეს სწავლის განახლება რეალურ რეჟიმში. თუმცა, ამაზე დიდი გავლენა ექნება ეპიდსიტუაციას, რომელიც სწავლის დაწყებამდე იქნება ქვეყანაში. დღეს ამ პროცესს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ამ მიმართულებით, ხელისუფლება მუშაობს აქტიურად,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდში მიიჩნევენ, რომ დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო