ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლო მარტივად დაადგენდა, რომ "ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური ოპოზიციური ძალა - ისინი არიან  ჭაკუების, რურუების რეჟიმის წარმომადგენლები

საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენდა, რომ "ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური მიზნები. ჩვენ ვიფიქრებთ ასეთ სარჩელზე,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ისინი არიან " ჭაკუების და რურუების რეჟიმის წარმომადგენლები, შესაბამისად - კრიმინალები."

"პასუხი არის მარტივი. კრიმინალებს ვუწოდებთ იმიტომ, რომ არიან კრიმინალები. რაც შეეხება სასამართლოსადმი მათ მიმართვას, ბუნებრივა, ასეთი მიმართვა არის განწირული. ჩვენ შეგვეძლო მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს შეიძლება არ იყოს ცუდი იდეა და საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენდა, რომ "ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური მიზნები. ჩვენ ვიფიქრებთ ასეთ სარჩელზე. საარჩევნო გარემოს აზიანებს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ანუ ჭაკუას პარტია კვლავაც არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი. ეს რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ არა ოპოზიციაზე, არამედ იმაზე, თუ რას ვთავაზობთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ამაზე იქნება არსებითად ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული. ისინი არიან ჭაკუები, ჭაკუების, რურუების რეჟიმის წარმომადგენლები. შესაბამისად, ისინი არიან კრიმინალები,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, რომან გოცირიძემ დღეს "ქართული ოცნების" ლიდერები მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა