ირაკლი კობახიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით ორგანიზაციის კვლევის კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კვლევა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული „ფეიკ- კამპანიის" ნაწილია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. ამის ნიშნები პირდაპირ იკვეთება და ინტენსიურია საკმაოდ ეს კამპანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. კონკრეტული ინფორმაციის შესახებ მე არ ვიცი, თუმცა, ხედავთ, რომ არის ინტენსიური „ფეიკ -კამპანია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს კამპანია არის გაშლილი და სხვადასხვა სუბიექტია მასში ჩართული. ჩვენ ძალიან ხშირად ვავლენთ ხოლმე მათი მხრიდან გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“. აქაც 99- პროცენტიანი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება „ფეიკ- ნიუსი," - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ორგანიზაცია სუს-ს და პროკურატურას მოუწოდებს, დეპუტატისა და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერები შეისწავლონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს