ირაკლი კობახიძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსით, 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხებაზე სანქცია გათვალისწინებული არ არის

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსით 25 - მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხებაზე სანქცია გათვალისწინებული არ არის. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი ქმედების თავიდან აცილებას სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ.

„25 - მეტრიან რადიუსში ამომრჩველის ფიზიკური შეფერხება არის აკრძალული, შესაბამისად, თუ სამართალდამცავი ორგანო დაინახავს, რომ ეს ნორმა ირღვევა, მოხდება ჩარევა და მოხდება ასეთი ქმედების თავიდან არიდება. ეს არის პასუხი, რომელიც იქნება ასეთი ტიპის კანონდარღვევის შემთხვევაში. სანქცია ამაზე დაწესებული არ არის,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსით, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, საარჩევნო უბანთან, 25 - მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება აკრძალულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს