გიორგი კანდელაკის შეფასებით, “ქართული ოცნების” რიტორიკა ხშირად „არაცივილურ და ველურ ქცევაში გადაიზრდება“

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, “ქართული ოცნების” რიტორიკა ხშირად არაცივილურ და ველურ ქცევაში გადაიზრდება. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიუხედავად, “ქართული ოცნების” მარცხი გარდაუვალია. “რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”,- განაცხადა კანდელაკმა.

როგორც კანდელაკი ამბობს, „ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის.

“საზოგადოების კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ეს გვერდი ჩვენს ისტორიაში დავხურეთ და “ქართული ოცნება” და ივანიშვილი უნდა გავისტუმროთ ოპოზიციაში, ეს კონსენსუსი იმდენად თვალშისაცემი და ჩამოყალიბებულია, რაც არ უნდა გაააკეთოს “ქართულმა ოცნებამ”, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ნებას მაინც აღასრულებენ და “ქართული ოცნება” მაინც განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის. 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არაა და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომელიც იყო შეთანხმების ნაწილი, რჩება პატიმრობაში”,- განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოპოზიციის მიმართ შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები ისმის და შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს