გიგა ბოკერია - არჩევნებით უნდა გადაწყდეს ვინ არის ხელისუფლებაში და არა ძალადობით - ამ იდეას უპირისპირდება ივანიშვილის გარემოცვა და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი

არჩევნები იმიტომ მოიგონა კაცობრიობამ, რომ ომები და სისხლის ღვრა არ უნდა იყოს. არჩევნებით უნდა გადაწყდეს ვინ არის ხელისუფლებაში და არა ძალადობით. ამ იდეას უპირისპირდება ივანიშვილის გარემოცვა და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მისაღებია სიძულვილის ენით საუბარი ოპონენტების მიმართ.

მისი თქმით, ოპონენტებს შორის ერთმანეთის თუნდაც მწვავე კრიტიკა ნორმალურია.

„არანორმალური და ქვეყნისთვის სახიფათოა, როცა ეს ტონალობა გადადის საზოგადოების დაყოფის გზავნილზე და სიძულვილის ქადაგებაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებს შორის და ამ შემთხვევაში ტერმინებსაც მნიშვნელობა აქვს, როცა მთავრობაში ხარ განსაკუთრებით მაშინ. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როცა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, სრული ისტერია დაიწყო. სისხლის მდინარეები მოდიოდა ტელეეკრანებიდან და ეს ცუდია ქვეყნისთვის. თუკი აკეთებ განცხადებებს, რომ ჩემი წაგება ნიშნავს სამოქალაქო ომსო, ეს განცხადებებიც გვესმოდა მათგან, ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპზე უარის თქმა. არჩევნები იმიტომ მოიგონა კაცობრიობამ, რომ ომები და სისხლის ღვრა არ უნდა იყოს. არჩევნებით უნდა გადაწყდეს ვინ არის ძალაუფლებაში და არა ძალადობით. ამ იდეას უპირისპირდება ივანიშვილის გარემოცვა და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ეს მათ ვერ გადაარჩენთ, მაგრამ ქვეყანას ზიანს აყენებენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მიუღებელ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრება. ეს შეიცვლება ივანიშვილის დამარცხების შემდეგ აუცილებლად“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა