კარლ ჰარცელი - როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს

როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 15-იდან ერთ-ერთ ქვეყანაა და ეს არის აღიარება იმ წარმატების, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

„ახლა ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ თითქოს ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდიულურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში დაწყების პუნქტი არის საუკეთესო დაწყების წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან და სხვებთან, რათა ჩვენ აქტიურად ვიაროთ წინ,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა