მამუკა მდინარაძის განცხადებით, როცა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების დიდი ნაწილი მსჯავრდებულია, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ კრიმინალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარადოქსს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნების“ მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბარს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების დიდი ნაწილი მსჯავრდებულია, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ კრიმინალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ.

„პარადოქსია, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე გვიჩივის „ნაციონალური მოძრაობა“. სასაცილოც აღარ არის, პარადოქსია. არ უნდა გაუკვირდეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ევროპულ საქართველოს“ ის, რომ ჩვენ მათ აბსოლუტურად სამართლიანად ვეძახით კრიმინალურ ხელისუფლებას მაშინ, როდესაც მათი ლიდერების დიდი ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული და მსჯავრდებულია ბევრ საქმეში. მათი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერი, პრეზიდენტი ძებნილი მსჯავრდებულია. ამ ფონზე უკვირთ, რომ მათ ვეძახით კრიმინალებს და კრიმინალურ ოპოზიციას, მათი წარსულის ფონზე უკვირთ, რომ კრიმინალურ ოპოზიციას ვეძახით. მარტო უგულავა და სააკაშვილია საკმარისი იმისთვის, რომ ეს ე.წ. პარტიები ჩვენი მხრიდან მოხსენიებული იყვნენ, როგორც კრიმინალურ ოპოზიციად და ამასთან დაკავშირებით მგონი, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, დამატებით იმ ფონზე, როდესაც მათ რურუა აღიარეს და აირჩიეს პოლიტიკურ ლიდერად. კრიმინალური ავტორიტეტი მათ თავიანთი ნებით და განცხადებებით აქციეს თავიანთი პარტიების ლიდერად და ამ ყველაფრის ფონზე, თურმე სასამართლოში აპირებენ ჩივილს, რატომ ეძახის მათ „ქართული ოცნება“ თუ საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი კრიმინალურ ოპოზიციას“,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რატომ გააქტიურდა მმართველი გუნდი ოპოზიციის მისამართით მსგავსი განცხადებების გაკეთების კუთხით, მდინარაძე ამბობს, რომ მართალია, ოპოზიციის ლიდერები აქამდეც იყვნენ კრიმინალები, მაგრამ მათ დანაშაულს ისიც ემატება, რომ გიორგი რურუა პოლიტიკურ ლიდერად აირჩიეს.

„მათი ლიდერები აქამდეც იყვნენ კრიმინალები, სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალები, ამას ბოლო პერიოდში დაემატა მათი ყველა ქმედება მიმართული დესტაბილიზაციისკენ, დანაშაული დაემატა მათი მხრიდან, როდესაც თვითონ აღიარებენ, რომ შევარდნა უნდოდათ საქართველოს პარლამენტში, ამას დაემატა ისიც, რომ რურუა გაიხადეს კრიმინალურ ავტორიტეტად, ეს ხომ მანამდე არ ყოფილა. დღეს მოდის მათი მხრიდან მესიჯები, რომ რურუა მათი ლიდერია და ე.წ. პოლიტპატიმარია. ეს ყველაფერი შეიკრა და ალბათ, საზოგადოების წინაშე ვალდებულებიც კი ვართ, რომ ვუთხრათ სიმართლე. დავუმალოთ საზოგადოებას, რომ 48 მილიონი მოიპარა გიგი უგულავამ? სასამართლოს მიერაა ეს დადასტურებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები ისმის და შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო