კრისტიან ურსე - საარჩევნო კოდექსში შესული შესწორებები ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მინდა ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს მივულოცო. ეს საქართველოსთვის მუდმივი ცვლილებაა და გვჯერა, რომ შემდეგ პარლამენტში უფრო მეტი პლურალიზმი იქნება ვიდრე დღესაა. ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსში შესული შესწორებები ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

„გუშინ დამტკიცდა შესწორებები საარჩევნო კოდექსში. ეს გააუმჯობესებს ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გვქონდა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ვენეციის კომისიის ექსპერტები. ჩვენ განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა კარგად გაუმკლავდა ვითარებას. მიღებული გამოცდილებისა და სხვა ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის ფონზე, საქართველოს შეძლებს, მიიღოს სათანადო ზომები, რათა 31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდად ჩაატაროს“, – განაცხადა ურსემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს