რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ნორმა, რომლის მიხედვითაც ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "საარჩევნო კოდექსში" არაკონსტიტუციური ცვლილება შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გოცირიძემ განუცხადა, კოდექსის 199-ე მუხლი, რომლის თანახმად, ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

კითხვაზე, აჩენს თუ არა ეს ჩანაწერი, შესაძლებლობას, რომ ცესკო-მ გარკვეულ ადგილებში არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩათვალოს, გოცირიძე პასუხობს, რომ ეს ჩანაწერი მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს.

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს პანდემიით წარმოქმნილი ვითარება. ეს ჩანაწერი ანტიკონსტიტუციურია და უნდა გასაჩივრდეს. ეს არის მოქალაქის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მანიპულაციების შესაძლებლობა არ გამოიყენონ. უამრავი მსგავსი რამაა ამ კანონში. ბევრი რამ გაუარესდა, ძველ კანონთან შედარებით: პარტიების დაფინანსებიდან ამოვარდა ადგილობრივი არჩევნების შედეგები; იზრდება ჩარევა მაუწყებლების საქმიანობაში, მათ შორის ფასების კონტროლი. კვლავ რჩება მოსყიდვის, დაშინების, შავი ფულის გამოყენების, ადმინისტრაციული ორგანოებიდან ზეწოლის შესაძლებლობები,"- განაცხადა გოცირიძემ.

"საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია ცესკოს მიაწოდოს ინფორმაცია კარანტინში მყოფ და კლინიკებში მოთავსებულ კოვიდ19-ით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობასა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ცესკო იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო