აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 129 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 129 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას CNN-ი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსის შედეგად შტატებში 129 114 ადამიანია გარდაცვლილი. აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 2 767 669-ს შეადგენს.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში პარასკევის მონაცემებით, დაიღუპა 374 ადამიანი, გამოვლინდა 27 790 ახალი შემთხვევა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს