ქსელში გადართვების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, ქსელში გადართვების გამო, 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ახალდაბას, დაბა წყნეთის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ბარნოვის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილი, მუხაძის, ყიფშიძის, თამარაშვილის, გიორგი წერეთელის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და დარიალის ქუჩების მცხოვრებლებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს