სომხეთში 24 საათში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 900-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 477 -მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 331 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა