მიხეილ ჩხენკელი - მსურს, მთელი გულით მივულოცო დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ელჩს, აგრეთვე ჩემს ამერიკელ მეგობრებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხსა და მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

"4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა! მსურს, მთელი გულით მივულოცო ეს დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ელჩს საქართველოში, აგრეთვე ჩემს ამერიკელ მეგობრებს! ძალიან დიდია ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, ეს განსაკუთრებულად საამაყოა. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ყველა გახორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს