სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში აქცია მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, თვეებია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. მათი თქმით,იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან, პროტესტს გააგრძელებენ და გზას გადაკეტავენ.

"ამ სიცხეში 150 ოჯახი წყლის გარეშე ვართ. დავიღალეთ, გრაფიკითაც არ მოდის. გვიწევს კილომეტრების გავლა, რომ სასმელი წყალი მაინც მოვიმარაგოთ. გზას გადავკეტავთ, მოგვხედონ ხალხსაც", - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა „სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი. ის პასუხიხმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია