კელი დეგნანი - საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, უფრო ადვილად გასაგებია ის მეგობრობა, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებს

საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, უფრო ადვილად გასაგებია ის მეგობრობა, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებს. ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

„საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, უფრო ადვილად გასაგებია ის მეგობრობა, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებს. ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, თქვენც ისევე დაგჭირდათ გებრძოლათ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ასევე თვალსაჩინოა თქვენი გამბედაობა და სიმტკიცე, რაც აისახა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებში. ქართველები ამერიკელების მსგავსად მზად არიან, თავდაუზოგავად იშრომონ ისეთი ცვლილებების განსახორციელებლად, როგორი ცვლილებებისთვისაც ოცნებობთ თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის თავისუფალი, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველო. საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც გულისხმობს არა მარტო ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლას, არამედ მტკიცე ნებას გააგრძელონ სწრაფვა უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ ფართო წარმომადგენლობითობისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებებისაკენ. ჩემთვის და მთელი ამერიკის საელჩოსთვის უდიდესი პატივია გავაგრძელოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა და ქართველ მეგობრებთან ერთად ვიზეიმოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ამერიკელებსა და ქართველებს ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავი მიულოცა.

„ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წელს მინდა ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას ქართველ მეგობრებს მივულოცო 4 ივლისი. ამ დღეს ამერიკის ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. როდესაც 11 წლის შემდეგ კონსტიტუცია მიიღეს, ამან საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული პროექტის სტრუქტურას, რომლის მშენებლობასაც ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ ამერიკაში. ის პროგრესი, რასაც ჩვენი ძალისხმევით მივაღწიეთ უფრო სრულყოფილი კავშირის შესაქმნელად, მოითხოვდა მრავალი ადამიანის უდიდეს გამბედაობასა და მიზანდასახულობას.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ კონსტიტუციის მე-19 შესწორების 100 წლისთავს. ამ შესწორებით ქალებს მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ამერიკის ყველა შტატში.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკელები იღწვოდნენ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, ქართველებს 5 ქალი ჰყავდათ არჩეული პირველ პარლამენტში,“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა