სამხრეთ კორეის ერთ-ერთ სპორტდარბაზში კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები დაფიქსირდა

სამხრეთ კორეის ერთ-ერთ სპორტდარბაზში კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 16 შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში ე.წ. „სპორტდარბაზის კლასტერთანაა“ დაკავშირებული.

საერთო ჯამში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 13 030 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 11 811 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 283 კი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:სამხრეთ კორეის ერთ-ერთ სპორტდარბაზში კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები დაფიქსირდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს