6 ივლისს, გამოფენა „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“ გაიხსნება

6 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network გამართავენ გამოფენას „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 6 ივლისიდან ორი თვის განმავლობაში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება გამოფენილი ქართველი მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის შემოქმედება, შეძლებისდაგვარად სრული სახით.

„გამოფენა გააერთიანებს ოთხი ათწლეულის განმავლობაში - 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ავტორის 200-მდე ნამუშევარს: ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოსა და თეატრის მხატვრობა.

იოსებ გაბაშვილი მოდერნისტი მხატვრების მეორე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გასაბჭოების პირველ პერიოდში - 1920-იან წლებში დაიწყო მუშაობა. 1910-იანი წლების თბილისური ავანგარდი ამ დროს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ხელოვანთა შემოქმედება ერთი მხრივ კონტროლირებადია, მეორე მხრივ კი თითქოს შენარჩუნებული აქვს თავისუფლება. ის რომ მალე «დუმილის პერიოდი» დაიწყება, უკვე 1920-იანი წლების მიწურულს გამოჩნდება. 1930-იანი წლები, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ამ ტენდენციას მკაფიოდ დაადასტურებს.

გამოფენა „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი“ მიზნად ისახავს, მხატვრის, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელოვნებო მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი შემოქმედების მოდერნისტულ კონტექსტში შესწავლის ხელშეწყობას და ამდენად, თავად ქართული სახვითი მოდერნიზმის საზღვრების გაფართოების პროცესის დაწყებას.

ეროვნული გალერეის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება წიგნი „იოსებ გაბაშვილი“, რომელიც აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: თბილისის მერია და „თიბისი“.

გამოფენა 6 ივლისს, 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების თანახმად, ვიზიტორები დარბაზში ეტაპობრივად დაიშვებიან.

„რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის იხილეთ ბმულზე : https://bit.ly/37KzzH8“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს