მამუკა ხაზარაძე - ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალ წევრებს წარდგენის ღონისძიებაზე ესაუბრა.

“ლელოს” ლიდერის თქმით, მათი პარტია ორიენტირებულია იმ საკითხზე, რომ საზოგადოებაში ქალთა ინტეგრირება მოხდეს.

“ლელო” არის პრინციპულად ახალი ძალა, ახალი ხედვა და ფერი, რომელიც მზესთან და იმედთან არის ასოცირებული. ვერ წარმოგვიდგენია, რომ მომავალი თაობა და საზოგადოება არ იყოს ბედნიერი ამ ქვეყანაში. ბედნიერების საწყისი კი არის ქალი. ერთხელ და სამუდამოდ, ქალის მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში. ამაში იგულისხმება ყველაფერი - როგორც თანასწორუფლებიანობა, ასევე მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადო საქმიანობაში,” - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას კვოტირების შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ კვოტირება ერთგვარი დისკრიმინაციაა და სამომავლოდ ქართველი ქალი კონკრეტული ნიშის გარეშე დაიკავებს სრულფასოვან ადგილს საზოგადოებაში.

“მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები, რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:„ლელოს“ კარი ღიაა ყველასთვის და ეს არის დასტური, რომ ჩვენი რაოდენობა დღითი დღე იზრდება - მამუკა ხაზარაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა