კატალონიის რეგიონის ნაწილში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

ესპანეთში, კატალონიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებულ ზონაში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საკარანტინო რეჟიმი ხელახლა დაწესდა, - ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ შეზღუდვები ქალაქ ლერიდასთან ახლოს მდებარე სეგრიას რაიონში დააწესა, სადაც 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

გარდა ამისა, რაიონში იკრძალება 10 პირზე მეტის შეკრება და მოხუცთა სახლებში სტუმრობა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 297 625 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 28 385 ადამიანი.

რაც შეეხება კატალონიის რეგიონს, იქ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 62 057-ია, დაღუპულთა რიცხვი კი - 5 673-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო