გიგი უგულავა - დავით ჭაკუას მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის, ადეიშვილის პროკურატურის დროს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას მიმართ კითხვები ადეიშვილის პროკურატურის დროსაც არსებობდა. ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ სასამართლოსა და ხელისუფლებას არანაირი ნდობა არ აქვთ, როდესაც საქმე „ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს“ ეხება.

„რაც შეეხება დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს, მის მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის, ადეიშვილის პროკურატურის დროს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო და მე ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, არანაირი ნდობა ამ სასამართლოს არ აქვს, რომ გამოიძიებს სიმართლეს. არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, ივანიშვილი პირადად პროპაგანდისთვის იყენებს ყველა საქმეს. ასე რომ, თუ კითხვები არსებობს ჩვენ თავადვე ვართ მოვალე გავცეთ პასუხი სამართლებრივ ჭრილში, თუ ჩვენ რამე შეცდომა გვაქვს დაშვებული ჩვენვე გამოვასწორებთ. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და მისი მარიონეტული სასამართლო ვერასდროს და არასდროს დაადგენს სიმართლეს, რომელიც ყველას გვჭირდება. ივანიშვილის ყურმოჭრილი სასამართლო არასდროს დაადგენს სიმართლეს და ყველა ფაქტს გამოიყენებს პროპაგანდისთვის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის გასაშავებლად, ოპოზიციისთვის ტალახის სასროლად და არასდროს სამართლიანობის დასადგენად,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუას ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს