პარიზში, ლუვრის მუზეუმი იხსნება

პარიზში ორშაბათიდან ლუვრის მუზეუმი იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის დაცვის მიზნით მუზეუმში, „მონა ლიზას“ წინ სპეციალური ადგილებია მონიშნული, სადაც ტურისტებს დადგომა და სელფის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისათვის, ლუვრის მუზეუმი 13 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით, ამ დროიდან მუზეუმმა 40 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ნახა. მისივე თქმით, მუზეუმს 2018 წელს 10 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რომლის დაახლოებით სამ მეოთხედს ტურისტები შეადგენდნენ.

იხილეთ ვიდეო:პარიზში, ლუვრის მუზეუმი იხსნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო