გიორგი ვაშაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭაში ჰესები არ აშენდეს და კულტურული მემკვიდრეობები არ დავკარგოთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭაში ჰესები არ აშენდეს და კულტურული მემკვიდრეობები არ დავკარგოთ,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები ითვალისწინებს 19-ზე მეტი ისტორიული ძეგლის წყლით დაფარვასა და განადგურებას.

„ამ წუთებში ვიმყოფები ონის მუნიციპალიტეტში, რიონის ხეობაში, სადაც უნდა აშენდეს ყოვლად დაუშვებელი ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ პროექტებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ონისა და ნამახვანის ჰესები არ აშენდეს, რადგან ნამახვანის ჰესი წაგვართმევს ტვიშს, ხოლო ონის ჰესი წაგვართმევს ხვანჭკარას. პროექტი ითვალისწინებს 19-ზე მეტი ისტორიული ძეგლის წყლით დაფარვასა და განადგურებას. ასევე ის დროთა განმავლობაში გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს. ამასთან ერთად იკვეთება სერიოზული კორუფციული გარიგება და გამომუშავებული ელექტროენერგია საკმაოდ მაღალი ფასით უნდა შეისყიდოს გარანტირებულად სახელმწიფომ, რაც ენერგო დამოუკიდებლობას ნამდვილად არ ემსახურება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა