კახა კუკავა -„თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს კოალიციური ფორმით თანამშრომლობას, როგორც „ოცნებასთან“ , ისე „ნაცმოძრაობასთან“

„თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს კოალიციური ფორმით თანამშრომლობას, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა და საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ძირითადი დებულებები გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის საარჩევო პროგრამის პრეზენტაცია ილიას ბაღში გამართა. ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის თბილისის ორგანიზაციის აქტივი, ასევე ეროვნული მოძრაობის ვეტერანები, პარტიის მხარდამჭერები მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბეგიშვილმა, აგრეთვე, ეროვნული მოძრაობის ვეტერანების სახელით ეთერ მგალობლიშვილმა.

„თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს კოალიციური ფორმით თანამშრომლობას, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან, ეს ძალები რეალურად სათავეს იღებენ ერთი პარტიის - შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირისგან“ და მათ შორის, დაპირისპირების მიზეზიც, არა სახელმწიფოებრივი იდეალები, არამედ ვიწრო პარტიული და კორუფციული ინტერესებია. „თავისუფალი საქართველო“ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ერთადერთი ძალა, რომელიც არასდროს ყოფილა არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის გუნდის დანამატი, არამედ პარტია წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის ხაზს ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა კახა კუკავამ .

მისივე შეფასებით, 2020 წლის არჩევნები არის რეალური შანსი, რომ 28-წლიანი წყვეტის შემდეგ, ეროვნული მოძრაობა დაბრუნდეს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. კახა კუკავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პარტიის სოციალურ პროგრამებს.

„თავისუფალი საქართველო“ უკვე ახოციელებს იაფი მედიკამენტების პროგრამას, რომლის დახმარებითაც, მოქალაქეებს შეუძლიათ მაღალი ხარისხის პრეპარატები თურქული აფთიაქების ფასში იყიდონ, რაც ქართულ მონოპოლიურ ფარმაცევტულ ბაზართან შედარებით 3-4-ჯერ იაფია. პარტია არჩევნებამდე გეგმავს აამოქმედოს იაფი საწვავის პროგრამაც“, - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ისაუბრა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და კონსერვატიული ფასეულობების გაძლიერების საკითხზე. მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“, განსხვავებით არსებული ლიბერალური სპექტრისგან, პარლამენტში იქნება ის ძალა, რომელიც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების დასასრულს, „თავისუფალი საქართველოს“ წევრებს პარტიის განახლებული მანდატები გადაეცათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა