3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება

3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, მცირეწლოვანს სხეულზე სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ მძიმეა. ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. რჩება მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება ორივე ზედა კიდურის, სახის ძვლებისა და ქალა-ფუძის მოტეხილობა. ასევე აქვს მუცლის ღრუს დაზიანება, თუმცა მუცლის ღრუ ჯერჯერობით გასახსნელი არ არის, ვაკვირდებით. ჯერჯერობით არ გაკეთებულა სახის ძვლების ოპერაცია, იმიტომ, რომ მდგომარეობა საკმოდ მძიმეა“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა