3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება და დღეს ოპერაცია ჩაუტარდება

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ბავშვს ზედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.

„ისევ ისეთი მდგომარეობაა, მართვით სუნთქვაზეა, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ახლა საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. ორივე ხელის ზედა კიდურზე ღია მოტეხილობები ჰქონდა და გუშინ ვერ მოხერხდა ამ ოპერაციის ჩატარება, მხოლოდ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა და ამ ოპერაციასაც ჩაუტარებენ“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: 3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება და დღეს ოპერაცია ჩაუტარდება

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო