სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 28 606-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 5 ივლისის მდგომარეობით, 484-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 16 140 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 824 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

იხილეთ ვიდეო: სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო