დავით გაბაიძე - დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება

დღეს უმაღლესმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - მესამე მოსმენით მივიღეთ აჭარის კონსტიტუციურ კანონში ცვლილება ,- ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 3 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 5 ივლისის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც მესამე მოსმენით, 15 ხმით დამტკიცდა კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მისი თქმით, მიღებული ცვლილებებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სისტემა გარკვეული დათქმებით, იცვლება პროპორციულით.

„მინდა მივულოცო ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის პოლიტიკურ სპექტრსაც, რომელიც ფიქრობს, რომ ეს სისტემა გააკეთილშობილებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

კანონის პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითავლისწინებს, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

სხდომაზე, ასევე 15 ხმით მიიღეს დავით გაბაიძის მიერ გამოტანილი უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - ,,საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ .

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025