სალომე ზურაბიშვილი ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, სადაც მინერალური წყლების დალევა ახდენს გამოხატულ მანორმალიზებელ ზეგავლენას საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მქონდე ავადმყოფობებზე.

„ამავე დროს, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ლაშიჭალას მინერალური წყლების აბაზანები სამკურნალო ზეგავლენას ახდენენ: გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შარდ-სასქესო ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიების მქონე ავადმყოფობებზე.

პრეზიდენტი ცაგერს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს