მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგი ხორციელდება და საგამოძიებო უწყებაში სწორედ ამის გამო მივიდნენ.

„მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს