მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავა გამოიკითხა

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვები ყველა საკითხს შეეხებოდა, მათ შორის ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგსა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

“აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო კითხვა, მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“,- განაცხადა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა