სალომე ზურაბიშვილი - გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად

ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ლეჩხუმში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცით, პრეზიდენტი სოფელ ქვემო ღვირიშში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ხორბლის ჯიში - ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე, ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა.

„ქართული ხორბლის ენდემური სახეობები უნიკალურია იმითაც, რომ სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან. ცნობილია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერაა.

დღესვე, პრეზიდენტი ორბელის გადმოსახედს ესტუმრა და პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა