გიორგი ვაშაძე - გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ჰესები არ აშენდება

გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ეს ჰესები არ აშენდება , - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, თუ ნამოხვანის ჰესი აშენდება, იქ უნიკალური გარემო აღარ იარსებებს და 19 ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაიტბორება.

“მე და ჩემი გუნდი დღეს ვიმყოფებოდით ნამოხვანის ჰესის აქციაზე, სადაც გავაპროტესტეთ ის უსამართლობა, რის ჩადენასაც "ქართული ოცნება" აპირებს. აქ თუ აშენდება კაშხალი, აღარ იარსებებს ეს უნიკალური გარემო, ტვიშის ცოლიკაური აღარ იქნება და 19 ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაიტბორება, მთლიანად შეიცვლება მიკროკლიმატი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვუერთდებით პროტესტს და კიდევ ერთხელ ვამბობ - BBC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვან, დოკუმენტურ ფილმს გადავიღებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის დამფინანსებლები, ვინც შემოდიოდნენ ამ პროექტში, ყველა იტყვის უარს. გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ეს ჰესები არ აშენდება", - განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო