დონალდ ტრამპი - დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, სიგიჟეა!

დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, სიგიჟეა! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში, რომლებსაც მართავენ, დანაშაულის ცუდი მაჩვენებელია,“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა მზადაა, ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს დანაშაულის დონის შემცირებაში დაეხმაროს.

„ჩიკაგოსა და ნიუ იორკში დანაშაულის დონე ძალიან გაზრდილია. ჩიკაგოში 67 ადამიანი დაიჭრა და 13 გარდაიცვალა. გახშირდა სროლები ნიუ იორკში, სადაც მოსახლეობა მერისა და გუბერნატორ კუომოსგან დროულ ქმედებებს ითხოვს. ფედერალურ მთავრობას სურს, მზად არის და შესწევს უნარი დაეხმაროს, თუ სთხოვენ“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, პოლიციისთვის დაფინანსების შემცირება ანტირასისტული პროტესტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც აშშ-ში მაისის ბოლოს, ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო