პიტერ სიიარტო - უნგრეთის ძალიან ბევრ მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლა სურს, ამიტომ შევთანხმდით, რომ ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა- გამოცვლის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მან ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პანდემიის ფონზე, უნგრეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობა მიანიჭა ამ პანდემიის პირობებში ჩამოსულიყო აქ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. ევროპაში სტანდარტებით გათვალისწინებულ 100 ადამიანზე ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია საქართველოში. უნგრეთსაც ძალიან დიდი წარმატება აქვს ამ სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალშიც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმით შევინარჩუნოთ მიღწევები. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრის გახსნის სფეროს საკითხებს. უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა- გამოცვლის მიზნით. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა პანდემიის დროს. უნგრეთიდან დიდი რაოდენობის მედიკამენტი შემოდის საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს ჩქარი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის ძალიან ღრმა ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ქვეყანა. ვიცით, რომ ქრისტიანული ქვეყანაა და მიხარია, რომ ორივე ქვეყანა ქრისტიანული სახელმწიფოა, მაგრამ უნგრეთი მხოლოდ 1000 წელია ქრისტიანული ქვეყანაა, საქართველო კი უფრო დიდი ხნის. ამასთან, უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონევროიანი ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე დღეს," - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა