რომან გოცირიძე - მემორანდუმის გაფორმება სისულელეა, რას უნდა მოვაწეროთ ხელი - 25 მეტრში ამომრჩეველზე ძალადობა არ უნდა მოხდეს და 26 მეტრიდან შეიძლება?

მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებებით „ქართული ოცნების" ლიდერები „დასაცინი ხდებიან."

„კოდექსში კვლავ დარჩა მოსყიდვის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობები, „შავი ფული“. რაც შეეხება ე.წ. 25 - მეტრიან რადიუსს, ეს არის ცინიკური ჩანაწერი, სადაც არის ნორმა, რომ 25 - მეტრიან რადიუსში ფიზიკურად არ შეიძლება შეეხოს ვიღაც ამომრჩეველს, მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეუძლია ამომრჩეველი გააჩეროს კრიმინალმა ან კოორდინატორმა? უაზრო ჩანაწერია. მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა. რას უნდა მოვაწეროთ ხელი - 25 მეტრში ამომრჩეველზე ძალადობა არ უნდა მოხდეს და 26 მეტრიდან შეიძლება? ეს ხომ სისულელეა. ასეთი არასერიოზული განცხადებებით რატომ გამოდიან, მიკვირს. კიდევ ერთხელ დასაცინი ხდებიან,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა