რომან გოცირიძე - ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ არსებული თემა არის საქართველოზე ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა რუსეთის მიერ და ჰიბრიდული ომის ნაწილი

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ არსებული თემა არის საქართველოზე ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა რუსეთის მიერ და ჰიბრიდული ომის ნაწილი,- ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანობა ლუგარის ლაბორატორიაში ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას.

გოცირიძის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი.

„რუსეთს ყოველთვის აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს გარკვეული დაძაბულობა და ამიტომ ის ყოველთვის იყენებს ზემოქმედების სხვადასხვა ფორმას და თან თანამონაცვლეობას აკეთებს, ხან ლუგარის ლაბორატორია გაახსენდებათ, ხან საოკუპაციო ზოლს გადმოწევს, ხან სხვა სახის პროვოკაციას ახდენს, გიორგი გაბუნიას მკვლელობაც კი დაგეგმა. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ავსტრიაში მოკლეს კადიროვის მაკრიტიკებელი კიდევ ერთი ბლოგერი. რუსეთი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გამოცოცხლდება ხოლმე მსგავსი ინიციატივებით. ასეთი ზეწოლები ჭრის ხოლმე ჩვენდა სამწუხაროდ და ყურებით იჭერს ხოლმე საქართველოს მთავრობას. ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი ქვეყანაზე, რომელსაც შემდეგ მთავრობა უთმობს. საქართველოს მთავრობამ ძალიან ხმამაღლა უნდა დაგმოს რუსეთის ზეწოლა, უნდა მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ, განაცხადოს და მიიხმოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ არსებული თემა არის საქართველოზე ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა რუსეთის მიერ და ჰიბრიდული ომის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებს და ძალიან რბილი კომენტარებით შემოიფარგლება ხოლმე, როდესაც უნდა იყოს ძალიან მკაცრი პასუხი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოზე ზეწოლა”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვს სერიოზული კითხვები აქვს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ და მიიჩნევს, რომ შტატების საქმიანობა საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო