ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის ინიციატივას მემორანდუმის გაფორმების თაობაზე მიესალმება

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივას მემორანდუმის თაობაზე, მიესალმება.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მისი აღსრულების იმედი ნაკლებად აქვს, ინიციატივას შეუერთდება.

"მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მშვიდობიან, კონსტრუქციულ, ნორმალურ, სამართლიან გარემოს შეუქმნის ყველა ამომრჩეველს, ვინც იმ დღეს მივა საარჩევნო უბანთან და გარე პერიმეტრი უკეთესად იქნება დაცული. მთავარია მემორანდუმის დაცვა პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან, სხვა ნებისმიერ ინიციატივას, თუნდაც ფორმალურს, პირადად მე შევუერთდები. იმის მიუხედავად, რომ ნაკლებად მაქვს ნდობა, რომ ეს იქნება დაცული, მზად ვარ ასეთ ინიციატივებს შევუერთდე,"- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო