მიხეილ ჩხენკელი - მჯერა, რომ აბიტურიენტები წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს, გააგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში და ღირსეულად დაიმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა, აბიტურიენტები გაამხნევა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. მინისტრის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა უმთავრესი საზრუნავია და ამიტომ, ყველა საგამოცდო ცენტრში პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმები სრულად არის დაცული. მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა გამოცდა უსაფრთხოდ და აბიტურიენტებისთვის კომფორტულ გარემოში ჩატარდება.

„კოვიდ-19-ის“ გამოწვევების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიხდება გამოცდების ჩატარება. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით არის დაცული. ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებით, ყოველი მაგიდის წინ განთავსებულია გამჭვირვალე დამცავი ფარი და ა.შ. ყველა პირობაა დაცული იმისთვის რომ უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს გამოცდები. ამასთანავე, აბიტურიენტებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო. გამოცდის წერის დროს მათ საშუალება აქვთ, რომ მოიხსნან პირბადე. მინდა ყველას დიდი წარმატება ვუსურვო. მჯერა რომ აბიტურიენტები წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს, გააგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში და ღირსეულად დაიმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო